კორპორატიული

ОсОО АКТЕК ДЫШ ТИДЖАРЕТ – მრავალეროვანი ორგანიზაციაა, რომელიც 1989 წლიდან დღემდე უზრუნველყოფს მომსახურებას სამშენებლო, სამშენებლო ქიმიის, ელექტრო და ბენზინის მანქანების, ასევე ისეთი ნავთობქიმიური პროდუქტების სფეროში, როგორიცაა პოლივინილქლორიდი, პოლიპროპილენი, მაღალი წნევის პოლიეთილენი. Aktek-ი, რომლის ცენტრი არის სტამბოლი - თურქეთი და რომელიც მთლიანად თურქული კაპიტალით აშენდა, უზრუნველყოფს მომსახურებას დილერებთან და დისტრიბუტორებთან ერთად, პერსონალით, რომელიც 300 – ზე მეტი ადამიანითაა წარმოდგენილი 4 კონტინენტზე, 30 – ზე მეტ ქვეყანაში.

ჩვენი საბოლოო მიზანია ისეთი ახალი პროდუქტების მიწოდება, რომლებიც პასუხობს ბაზარზე არსებულ მაღალი ხარისხის სტანდარტებს და შეესაბამება ლიდერის პოზიციას სექტორში, ასევე ზრდა ახალი ქვეყნების ბაზარზე შესვლით და დასაქმების გაზრდა.

გავხდეთ ძლიერი და პატივსაცემი გლობალური კომპანია, რომელიც ქმნის ფასეულობას თავისი მომხმარებლების, თანამშრომლებისა და აქციონერებისათვის; იზრდება შექმნილი განსხვავების ხარჯზე, მნიშვნელობას ანიჭებს სოციალურ და კულტურულ ღირებულებებს, არის გადაწყვეტილებებზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, პროგრესული.

შევთავაზოთ მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასებში, უზრუნველვყოთ საუკეთესო სერვისის მიწოდება და დავამყაროთ მომხმარებელთან ხანგრძლივი ურთიერთობები. ჩვენს ბიზნეს პროცესებში საუკეთესო კულტურის დანერგვა მრავალფეროვანი ბიზნეს მოდელის შემუშავებით და მოლოდინის გადაჭარბებით. პატივი ვცეთ ჩვენი თანამშრომლების, საზოგადოებისა და მომხმარებლების ღირებულებებს, ამავე დროს უზრუნველვყოთ მდგრადი და სტაბილური შემოსავალი. ვაწარმოოთ ბიზნესი, როგორც კომპანიამ, რომელიც იცავს გლობალურ ღირებულებებს, ასრულებს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ვალდებულებებს და გამოხატავს პატივისცემას გარემოს მიმართ.

ჩვენთვის პრიორიტეტი ჩვენს ყველა საქმიანობაში არის მომხმარებელი და მომხმარებელთა კმაყოფილება. მომხმარებლებთან ურთიერთობისას ვიცავთ ორმხრივი სარგებლის პრინციპს. ჩვენი კლიენტების სურვილები პირველ ადგილზეა ჩვენთვის.
ჩვენ ვზრუნავთ ხარისხზე. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მომხმარებლების უმაღლესი ხარისხის მომსახურებით უზრუნველყოფას. წარმოების ეტაპიდან გაყიდვების ეტაპამდე მუდმივად ვმუშაობთ ხარისხის გაუმჯობესებაზე. ვეძებთ გზებს, რომ შევთავაზოთ უკეთესი პროდუქტი, ვიდრე არის მომხმარებლის მოლოდინი უფრო ხელმისაწვდომი ფასებით.
ცვლილებები ჩვენთვის მნიშვნელოვანია. როდესაც ახალ იდეებს ვნერგავთ, პირველ ადგილზე ცვლილებებს ვაყენებთ. ჩვენ ვართ კომპანია, რომელსაც ჰყავს მიმდევრები იმ სფეროებში, სადაც ვაწარმოებთ ბიზნესს.
ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ გუნდურ მუშაობას. პატივს ვცემთ ინდივიდუალურ განსხვავებებს და გუნდურად ვმუშაობთ ერთი მიზნისთვის. ვურჩევთ ერთმანეთს, ვსწავლობთ და ვვითარდებით ერთად. ვიზიარებთ წარმატებასა და წარუმატებლობას. ვაფასებთ ჩვენი თანამშრომლების წინადადებებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოციალური და კულტურული ღირებულებები. ვაფასებთ და პატივს ვცემთ საზოგადოების სოციალურ და კულტურულ ღირებულებებს.
ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე და ამისათვის ვცდილობთ ჩვენი ყველა შესაძლებლობების მაქსიმალურად მობილიზებას.
ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს კორპორატიულ პრინციპებს. საქმიანობის განხორციელებისას ვიცავთ პროცედურებს, რომლებიც ჩვენი კომპანიის მიერაა დადგენილი.
ჩვენ ვეწევით კანონიერ საქმინაობას. საქმიანობის განმავლობაში კეთილსინდისიერად ვექცევით სახელმწიფოს, მომხმარებლებს, აქციონერებს, პერსონალს, პარტნიორებს და ჩვენს მომწოდებლებს.
გვაქვს ნოვატორული დამოკიდებულება
ჩვენ სრულად ვიაზრებთ ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობას.

შემოგვიერთდით


შეუერთდით პროფესიონალურ სავაჭრო ქსელ Aktek-ს

დეტალები

ჩვენი ბრენდები




დაგვიკავშირდით

მისამართი

შპს ,, ტექნოფიქსი ”ქ. თბილისი, აგლაძის 53

ტელეფონი

0790902007 - 558703030

ელ. მისამართი

info@aktek.ge